2015 წლის 23 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი. მონაწილეობდნენ უმცროსი ასაკის სასკოლო გუნდები: „ქრისტეს გზა“ - N191-ე საჯ. სკოლა, „ემანუელი“ - თიანეთის N2 საჯ. სკოლა, „ბეთლემი“ - საგარეჯოს N4 საჯ. სკოლა, „მოწყალე სამარიტელი“ - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლა , „თაბორი“ - ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, „ჯვარი ვაზისა“ - ქ. რუსთავის N18-ე საჯ. სკოლა. ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალური თამაშის ჟიურის წევრები იყვნენ: ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონკურსო პროგრამების კორდინატორი თინათინ ჯაფარიძე. ფინალური თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით: I ადგილი - გამარჯვებული გუნდი - „მოწყალე სამარიტელი“ - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლა (20 ქულა). II ადგილი - „ჯვარი ვაზისა“ - ქ. რუსთავის N18-ე საჯ. სკოლა (18 ქულა). III ადგილი -„თაბორი“ - ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია ( 9 ქულა). IV-VI ადგილები შესაბამისად, შემდეგმა გუნდებმა გადაინაწილეს: „ბეთლემი“-საგარეჯოს N4 საჯ. სკოლა (8 ქულა), „ქრისტეს გზა“- N191-ე საჯ. სკოლა (4 ქულა), „ემანუელი“ - თიანეთის N2 საჯ. სკოლა (2 ქულა). I ადგილზე გასული გუნდი - „მოწყალე სამარიტელი“ (ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლა) წმ. მიწის მოსალოცად გაემგზავრება. II და III ადგილზე გასული გუნდები -„ჯვარი ვაზისა“ (ქ. რუსთავის N18-ე საჯ. სკოლა) და „თაბორი“ (ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია) ტაო-კლარჯეთის მოსალოცად გაემგზავრებიან. IV-VI ადგილებზე გასული გუნდები კი, საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას მოილოცავენ. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცა სიგელები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისაგან. ინტელექტუალური კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მეშვიდე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II - ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით. ინტელექტუალური კონკურსის მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“. ინტელექტუალურ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობენ საქართველოში არსებული სკოლები და სასულიერო გიმნაზიები.

 

 SemoqmedebiTi