2015 წლის 26 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ - მერაბ დეკანოიძის და მისი მეუღლის, მაია ჯანვერდაშვილის მერვე პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი. გამოიფინა ხატები, ნატურმოტები, პეიზაჟები. ნახატები შესრულებულია პასტელსა და ზეთში. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: დეკანოზი ანდრია ნაცვლიშვილი, მღვდელი გურამ ოთხოზორია, საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, ხატმწერი, მხატვარი - შალვა გერაძე და სხვა მოწვეული სტუმრები. ექსპოზიცია გაგრძელდება 30 მაისამდე.

 

 SemoqmedebiTi