21 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საღამო, რომელიც ირმა მებურიშვილისა და ოთარ ურუშაძის შემოქმედებას მიეძღვნა.
წაკითხულ იქნა ქალბატონი ირმას და ბატონი ოთარის თარგმანები: ანა ახმატოვა - „განმარტოება“, მარინა ცვეტაევა - „მადლობელი ვარ“, ვლადიმერ ვისოცკი - „ჭირვეული ცხენები“ და „მთები“.
ასევე ოთარ ურუშაძის ფრანგულ და რუსულ ენაზე ნათარგმნილი ლექსები.
პოეტი ოთარ ურუშაძე არის მწერალთა კავშირის წევრი. გამოცემული აქვს ცხრა წიგნი, მათ შორის ხუთი პოეზიის კრებული. მისი ლექსები რუსულ ენაზე გამოიცა 2007 წელს. 2009 წლის ბოლოს პარიზში, მეტად პრესტიჟულ ჟურნალ „ლიტერატურულ რევიუში“ გამოქვეყნდა პოეტის ოცამდე ლექსი .
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქართველი პოეტის ლექსები გამოცემულია ისეთ ცნობილ შემოქმედთა გვერდით როგორიც არიან მანუელ გოლდნელი, ალფრედ ეიბელი და ნოელ ჰერკი. პოეტი ასევე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მთარგმნელთა ჯგუფთან ერთად ნათარგმნი აქვს : ფრანგი პოეტი ჯილ სირი, ინგლისერი პოეტი პატრიკ ვილიამსონი და ამერიკელი პოეტი ჯეიმს დიკი.
რუსი პოეტებიდან ვლადიმერ ვისოცკი, მარინა ცვეტაევა და ანა ახმეტოვა.
ირმა მებურიშვილი დაიბადა 1959 წელს ქ. ქუთაისში. პოეტი არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული. ნათარგმნილი აქვს მარინა ცვეტაევა, ველმირ ხლებნიკოვი და ლუდმილა აბაევა. მისი ლექსები და თარგმანები გამოქვეყნებულია უამრავ ჟურნალ-გაზეთებში. 2009 წელს გამოსცა ლექსების კრებული „ლექსის ქუჩაზე“.
 

 SemoqmedebiTi