2015 წლის 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გურამ დოჩანაშვილისადმი მიძღვნილი საღამო და კლასიკოსისადმი მიძღვნილი წიგნ-ალბომის – „მიჩინიო“ წარდგინება. წიგნის ავტორი ხატია ჯანაშია. რედაქტორი ზაალ ჯალაღონია. კრებულში შესულია გურამ დოჩანაშვილის რამდენიმე ნაწარმოების მიხედვით მისი პერსონაჟების გრაფიკული ილუსტრაციები შესრულებული მხატვრების - ზაზა ჯალაღონიას და ჯანსუღ ჭურღულიას მიერ. ასევე, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვა . ღონისძიებას ესწრებოდნენ: მწერალი გურამ დოჩანაშვილი მეუღლესთან ნათელა სეფიაშვილთან ერთად, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, მსახიობი თამარ დათუაშვილი, კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი, ჟურნალისტი ნინო სალუქვაძე, ქალაქ ზუგდიდის წმ. გიორგის სახ. სასულიერო გიმნაზიის დირექტორი მანანა ნაჭყებია, ჟურნალ „გზის“ და გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე, რეჟისორი კახა კახაბრიშვილი, ოთარ ჭითანავა, მწერლის ახლო მეგობრები და ნათესავები. საღამო მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა „ოდოია“. ღონისძიება გაიმართა საინიციატივო ჯგუფის „ვიზრუნოთ პატარებზე“ (დამფუძნებელი ხატია ჯანაშია), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის „ოდიში“ (ხელმძღვანელი: ნინო მამფორია და ნატა კემულარია), ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის (მთავარი რეჟისორი ბადრი წერედიანი) ორგანიზებით.

 

 SemoqmedebiTi