2015 წლის 4 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის სკოლის პატარა ხატმწერების გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 8-17 წლამდე ასაკის მოსწავლეთა 38-ზე მეტი ხატი. წმ. ილია მართლის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილემ ნელი გიორგობიანმა და ხატწერის პედაგოგმა ქეთევან ყურაშვილმა გამოფანაში მონაწილე მოსწავლეებს გადასცეს სამახსოვრო სიგელები და ხატები . გამოფენა 5 მაისს დასრულდა.

 

 SemoqmedebiTi