2015 წლის 21 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრების - ვახუშტი რომელაშვილის, კახა გუგუშვილის, გიორგი ბერიკაულის, მარიამ რომელაშვილის და გიორგი ფეიქრიშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია 100-მდე ნამუშევარი. გამოიფინა ფერწერაში შესრულებული ცნობილი ადამიანების - მსახიობების, რეჟისორების და მუსიკოსების პორტრეტები, ასევე, ნატურმოტები, პეიზაჟები. ხეზე ნაკვეთი საეკლესიო ნივთების ფოტოები, სხვადასხვა თემაზე შექმნილი მინიატურები, ხეზე ნაკვეთი ხატები. ექსპოზიცია 23 აპრილამდე გაგრძელდება. ორგანიზატორი: მხატვარი ვახუშტი რომელაშვილი. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi