2015 წლის 4 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო წეროვანში დევნილთა დასახლებაში მოქმედი ხეზე კვეთის სახელოსნოს მოწაფეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიმართა წეროვნის სკოლის ახალგაზრდების და მე-13 თვის პოეტების პოეზიის საღამო. ხეზე კვეთის სახელოსნოს პროექტი მიზნად ისახავდა ხეზე კვეთის ტრადიციების შენარჩუნებას და ახალგორის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დასაქმების წყაროდ ქცევას. პროექტის ფარგლებში ხეზე კვეთის ტექნოლოგიას დაეუფლა 20-ზე მეტი ახალგაზრდა. მათ შეისწავლეს ქართული ხალხური ორნამენტები, ასევე ხალხური და კლასიკური მეთოდები. პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში 2014 წლის აპრილში დავითიანნის დაფინანსებით სახელოსნომ შეძლო ისეთი ხელსაწყოების შეძენა, როგორებიცაა ბენზოხერხი, საფრეზი დაზგა, საჭრეთელების ნაკრები და ა.შ. სახელოსნო აღიჭურვა სათანადო იარაღებითა და თანადგარებით, შესაბამისად გაუმჯობესდა ტექნოლოგიური და სამუშაო პროცესი.

 

 SemoqmedebiTi