2015 წლის 28 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“. კონფერენციის მესამე დღეს მოხსენებები 56-მდე მოსწავლემ წაიკითხა, რომლებსაც გადაეცათ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სიგელები. კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ 2009 წლიდან უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. წელს, სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობას ღებულობდა 410 მოსწავლე. მეორე ეტაპს - „წერის დღეს“ ესწრებოდა 315 მონაწილე. მესამე ეტაპზე 171 მონაწილე გადავიდა. სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ 28 მარტს დაიხურა.


2015 წლის 27 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, რომელიც 28 მარტს დაიხურება. კონფერენციის მეორე დღეს მოხსენებები 57-მდე მოსწავლემ წაიკითხა, რომლებსაც გადაეცათ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სიგელები. კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ 2009 წლიდან უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. წელს, სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობას ღებულობდა 410 მოსწავლე. მეორე ეტაპს - „წერის დღეს“ ესწრებოდა 315 მონაწილე. მესამე ეტაპზე 171 მონაწილე გადავიდა. კონფერენცია გრძელდება. ხვალ, 28 მარტს მოხსენებას წაიკითხავს 56 მოსწავლე. სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია 11:00 სთ-ზე განახლდება.


2015 წლის 26 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიხსნა სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, რომელიც 28 მარტს დაიხურება. კონფერენციის გახსნას ესწრებოდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის ლექტორი, პროფესორი, წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია. მამაომ, მისასალმებელ სიტყვაში, სასწავლო-პრაქტიკული კონფერენციის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. შემდეგ, დამსწრე მომხსენებლები დალოცა. კონფერენციის პირველ დღეს მოხსენებები 50-მდე მოსწავლემ წაიკითხა, რომლებსაც გადაეცათ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სიგელები. კონფერენციის პარალელურად წარმოდგენილი იყო იმ მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც დაიწერა 2013-2014 წელს სასწავლო პრაქტიკული კონფერენციის -„რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ ფარგლებში. წიგნად გამოცემული თემების ავტორებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები და სიგელები. კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ 2009 წლიდან უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. წელს, სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობას ღებულობდა 410 მოსწავლე. მეორე ეტაპს - „წერის დღეს“ ესწრებოდა 315 მონაწილე. მესამე ეტაპზე 171 მონაწილე გადავიდა. კონფერენცია გრძელდება. ხვალ, 27 მარტს მოხსენებას წაიკითხავს 57 მოსწავლე. სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია 10:00 სთ-ზე განახლდება.

 

იხილეთ სურათები

 

 SemoqmedebiTi