2015 წლის 27 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა თვითნასწავლი მხატვრის, ბელა ლობჯანიძის პერსონალური გამოფენა. მიეძღვნა ჯგუფი ბანის წევრს გოგა ნიკოლაძეს, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 40-მდე ფერწერაში შესრულებული ნამუშევარი.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ახალგაზრდა მწერლები: ჯარჯი შუქიაური, ქეთევან ნათელაძე, შორენა ალაზნისპირელი, დეკა ნაყეური და ეკატერინე ბაზერაშვილი.
გამოფენიდან შემოსული თანხა გადაეცემა ნიკოლაძეების ოჯახს.

 

 SemoqmedebiTi