2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ხასიათის და ტემპერამენტის თავისებურებები“.საუბარი წარმართა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგმა, ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა.
„დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იყო ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, გარდამავალი ასაკის ადამიანებმა, იცოდნენ რა თავისებურებები ახასიათებთ ადამიანებს. რა არის მათ შორის თანდაყოლილი, რისი შეცვლა და განვითარება შეუძლიათ მათ. რისი შეცვალა არის რთული და ზოგჯერ შეუძლებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს მიესაჯა ერთხელ და სამუდამოდ თავისი ხასიათი, ტემპერამენტი. არსებობს რაღაც ფარგლები, რაშიც ადამიანს შეუძლია ადაპტაცია მოახდინოს გარემოსთან.
ძალიან სასიამოვნოა, რომ ბავშვებს აინტერესებთ ფსიქოლოგია. ეს ცოდნა მათ დაეხმარებათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, კომფლიქტების თავიდან აცილებაში და რაც მთავარია თავის შეცნობაში“ -გვითხრა ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის და რუსთავის სკოლები.
შემეცნებითი საუბრები იმართება ყოველდღე, 15:30 სთ-ზე, ოთხშაბათის და შაბათ -კვირის გარდა, ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi