2015 წლის 22 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა კალიგრაფების: ალექსანდრე მამუკაშვილისა და ოთარ მჭედლიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა „კლასიკა და მოდერნიზმი 21-ე საუკუნის კალიგრაფიაში.“ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კალიგრაფიული ნამუშევრები, ხელნაწერი წიგნები და სხვ. გამოიფინა, როგორც ტრადიციული კალიგრაფიული ნიმუშები შესრულებული ეტრატზე, ბატის ფრთით და ლერწმის კალმით, ასევე მოდერნისტული კონცეფციის მქონე კალიგრამები, რომლებსაც მხატვრული ღირებულებით ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო მასშტაბით. ასევე, საზეიმოდ გაიხსნა, თბილისში, კალიგრაფიის საკვირაო სკოლა. სწავლება დაიწყება 2015 წლის 7 თებერვლიდან. სასწავლო პროცესი გაგრძელდება ივნისამდე. კალიგრაფის საკვირაო სკოლის მისამართია: წერეთლის გამზირი N1 (ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია). კალიგრაფიის საკვირაო სკოლაში შეისწავლება მუშაობა ისეთ სამწერლობო იარაღებთან, როგორიცაა: ფანქარი, სახაზავი, ფუნჯი, კალამი, სხვაკალამი, ლერწამი, ბატის ფრთა, რაპიტოგრაფი და სხვ. ასევე, ფერებთან (მელანი, ტემპერა, გუაში, ოქრომელანი), ფორმებთან (ანაბნი, დეკორი, მინიატურა). სწავლის ღირებულებაა თვეში 70 ლარი. პროგრამის მიზანია, მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს მხატვრულ-კომპოზიციური ხედვა, შეძლოს ფერებითა და ფორმებით აზროვნება. მუშაობისას გამოიყენოს ტრადიციული და თანამედროვე სამწერლობო საშუალებები.

 

 SemoqmedebiTi