2015 წლის 4 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის დაბადებიდან 82-ე და აღსაყდრებიდან 37-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოქრომკედით ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხევსურული ნაქარგობა, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები. ექსპოზიციაში მონაწილეობდნენ: სიონის საპატრიარქო ტაძართან და წმ. სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლები, წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ხატწერის სკოლა, თბილისის სახელოსნოები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები. ამ დღესთან დაკავშირებით ასევე გაიხსნა მხატვარ-გრაფიკოსის, პროფესორის, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიისა და სხვა აკადემიების ნამდვილი წევრის, ღირსების ორდენოსანის მურმან გელენიძის ნამუშევრების ( შრიფტი, გრაფიკა ფერწერა) გამოფენა.

 

 SemoqmedebiTi