2014 წლის 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით გაიმართა სახელობო სწავლების პროექტში მონაწილე ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო: ხელნაკეთი სამკაულები, ხეზე ნაკვეთი ნივთები, ჭედურობის ნიმუშები, ქალის სამოსი, ფერწერული ნამუშევრები. საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ დაარსდა 1994 წლის 1 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ 2006 წლიდან დღემდე ახორციელებს სახელობო სწავლების პროექტს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის. პროექტის ფარგლებში ასობით ახალგაზრდას მიეცა საშუალება უსასყიდლოდ შეესწავლა სხვადასხვა სპეციალობები ფონდ „ლაზარეს“ მიერ მოწყობილ სასწავლო სახელოსნოებში. დღეისათვის ფუნქციონირებს 6 სასწავლო სახელოსნო: სამკერვალო, საოქრომჭედლო, ხის მხატვრული დამუშავების, ქარგვის, თექისა და დეკორატიული ხელოვნების და ფარდაგის ქსოვის სახელოსნოები. სასწავლო პროცესის ორგანიზების გარდა პროექტის ფარგლებში ეწყობა მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რაც მათ მოტივაციას ზრდის და ასევე ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას მოზარდთა პრობლემების შესახებ. პროექტი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და საააქციო საზოგადოება „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

 SemoqmedebiTi