2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II - ის აღსაყდრებიდან 37-ე წლისთავს.
გამარჯვებულები გამოვლიდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რომელთაც გადაეცათ სიგელები და ფულადი ვაუჩერები.
უცმროსი ასაკობივი ჯგუფი:
I ადგილი - ლუკა ოთინაშვილი 8 წლის
II ადგილი - გვანცა ბაღაშვილი 8 წლის
III ადგილი - ნუცა სესიაშვილი 9 წლის
საშუალო ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი - მარიამ სისაური 13 წლის
II ადგილი - ნაზი ჯავახიშვილი 14 წლის
III ადგილი - ლევან ნარიკაშვილი 13 წლის
უფროსი ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი - რომანი მალაზონია 15 წლის
II ადგილი - ანა ძამუკაშვილი 15 წლის
III ადგილი - მაია ხაჩიძე 17 წლის
ნომინაციაში „ყველაზე პატარა მონაწილეებს შორის საუკეთესო ნაშრომის ავტორი“ გამარჯვებული გამოვლინდა მერაბ ირემაშვილი 6 წლის.
სიგელები გამარჯვებულებსა და კონკურსის სხვა მონაწილეებს გადასცეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, ცაგერისა და ლენტეხის მთავრეპისკოპოსმა სტეფანემ და მხატვარმა ზაალ სულაკაურმა.
კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ უკვე მეოთხე წელია, რაც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
წელს, დასკვნით ეტაპზე, მონაწილეობა მიიღო თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 150-მდე მოსწავლემ. კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მომავალი წელს, თებერვალში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლება.

 

 SemoqmedebiTi