2014 წლის 19 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეთა (VII-XI კლასები) კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ნიკოლოზობის დღესასწაულს. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თემები წმ. ნიკოლოზის ცხოვრების, მოღვაწეობისა და მისი სასწაულების შესახებ, ასევე სხვა წმინდათა შესახებ. კონფერენციის დასასრულს წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის პედაგოგებმა სოფიო კობახიძემ და იზა გოგბერაშვილმა კონფერენციის ყველა მონაწილეს სიგელები გადასცეს. გამოვლინდა საუკეთესო თემები და მათი ავტორები: მარიამ ხარებავა - „ქართული ანბანის საოცრებანი“ (X კლასი); დავით კოდუა - „აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს (X კლასი); თეკლა წვერიკმაზაშვილი - „წმ. ნიკოლოზის სასწაულები“ (VII კლასი). საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს ორგანიზებაში გაწეული თანადგონისთვის სკოლისგან გადაეცა წმ. ნიკოლოზის ხატი. ღონისძიების ორგანიზატორები: წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის პედაგოგები სოფიო კობახიძე და იზა გოგბერაშვილი.

 

 SemoqmedebiTi