2014 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით, წელს პირველად, გაიმართა საშობაო საღვთისმეტყველო კონფერენცია - „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტები.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). კონფერენციის სესიებს თავმჯდომარეობდნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დეკანოზი ბიძინა გუნია, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი როზეტა გუჯეჯიანი.
საღვთისმეტყველო კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს:
წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარიის რექტორმა, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ, მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) _ „წმ. მაქსიმე აღმსარებელი სიყვარულის შესახებ“;
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე) – „ცოდნა ქრისტიანულ ღირებულებათა სისტემაში“;
თბილისის კლდის უბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა დავით ციცქიშვილმა -„ჩვენი არსებობის მიზანი“;
ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი წეროძე -„ლიტურგიკული ლოცვები და მათი განვითარების ისტორია, ანაფორის ლოცვა“;
თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა, წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ - „საქართველოს გამთლიანებისთვის, დაპირისპირებულთა შერიგებისა და ურთიერთთანადგომისათვის“;
თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ - „წმიდა წერილის ზოგიერთი ადგილის საღვთისმეტყველო გააზრება“;
ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა მამუკა თავხელიძემ - „მართლმადიდებლური სიწმინდეები ევროპაში“;
მთაწმინდის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დოქტორმა საეკლესიო სამართალში, მღვდელმა ალექსი ქშუტაშვილმა - „მართლმადიდებელი ეკლესიის საოჯახო სამართალი“;
წმ. ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, სამართლის მეცნიერებათა დოქტორმა დავით ჩიკვაიძემ - „ეპიტიმია, მისი კანონიკური განსაზღვრება და გამოყენების წესი“;
წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, წმ. ამბროსი აღმსარებლის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ღვთისმეტყველების მაგისტრმა, მღვდელ-მონაზონმა ანდრიამ (სარია) - „წმინდათა ღვთისმეტყველება განათლების შესახებ“;
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა როზეტა გუჯეჯიანმა - „რელიგიისა და ტრადიციული ყოფის კორელაციის ისტორიიდან საქართველოში“;
თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტმა, წმ. ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის მკვლევარმა დავით მაისურაძემ - „ნებსითი შეცოდების განვითარების სტადიები და მათი დასჯადობის საფუძვლები“.
საშობაო და სააღდგომო საღვთისმეტყველო კონფერენციები ყოველ წელს ჩატარდება შობის დღესასწაულის წინ და აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. კონფერენციებზე განიხილება რწმენისა და ცოდნის, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების საკითხები, ასევე, ღვთისმეტყველების აქტუალური და პრაქტიკული საკითხები.
შემდეგი, სააღდგომო საღვთისმეტყველო კონფერენცია - „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ -გაიმართება აპრილის თვეში, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლის დოქტორანტები.

იხილეთ სურათები

 

 SemoqmedebiTi