2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ომარ (გიორგი) მთივლიშვილის პირველი წიგნის წარდგინება „რელიგია და მეცნიერება“. ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II–ის აღსაყდრების 37 წლისთავს. პრეზენტაციაზე ავტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო წიგნის „რელიგია და მეცნიერება“ სტრუქტურა და აჩვენა თემატური ფოტომასალა. „რელიგია და მეცნიერება“ ჩემი პირველი წიგნია, რომლის დაწერის მოტივაცია სასკოლო-სამეცნიერო კონფერენციამ - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ გამიჩინა, რომელიც 2013 წელს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. თემას სამი თვის განმავლობაში ვამუშავებდი საჯარო ბიბლიოთეკაში. სწორედ ამ თემის დაცვის მერე გამოვეცი ჩემი პირველი წიგნი. შევეცადე დამემსხვრია სტერეოტიპი თითქოს მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს უპირისპირდება. სინამდვილეში ორივე მათგანი ერთმანეთს ავსებს და მიმართულია ურთიერთჰარმონიის შესაქმნელად “ - გვითხრა ომარ (გიორგი) მთივლიშვილმა.

 

 SemoqmedebiTi