2014 წლის 22 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება რომან ზუკაკიშვილის წიგნის „ვილოცოთ ერთმანეთისთვის“ წარდგინება.ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა გამომცემლობა „სვეტი+“-ში. მთავარი რედაქტორი: თემურ ჩალაბაშვილი. რედაქტორი რუსუდან კენჭოშვილი.
ღონისძიებას დაესწრებიან მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi