2014 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის 123-ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ცენტრმა ქ. რუსთავის 21-ე და 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ პროექტის - „გზა რომლითაც ვიარე“ ხელმძღვანელი თამარ თაგვაძე, რომელმაც მოსწავლეებს წარუდგინა ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმი: „გალაკტიონი“. ფილმში მთავარი პერსონაჟი არის გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე და დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებას ასახავს.
„საინტერესო საღამო იყო მოსწავლეებისთვის. გალაკტიონის დაბადების დღეზე წარმოდგენილი იყო საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ მომზადებული პროდუქტი ციკლიდან - „გზა რომლითაც ვიარე - გალაკტიონი“. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია პოეტის შემოქმედებითმა ცხოვრებამ.“ -გვითხრა ჟურნალისტმა თამარ თაგვაძემ.

 

 SemoqmedebiTi