2014 წლის 19 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა ქ. თბილისის 145-ე და 112-ე საჯარო სკოლების სახვითი ხელოვნების სტუდიების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ექსპოზიცია მიეძღვნა გიორგობის დღესასწაულს.
გამოფენაზე წარმოდგენილია 4-დან - 15 წლამდე ასაკის მოსწავლეების 100-მდე ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნამუშევარი: პორტრეტი, ნატურმოტი, პეიზაჟი და აბსტრაქცია.
სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელებმა მურად იამანიძემ და მაია კაკაბაძემ გამოფენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები და დიპლომები გადასცეს.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: ქ. თბილისის 145-ე და 112-ე საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები.
ექსპოზიცია გაგრძელდება 21 ნოემბრამდე.

იხილეთ სურათები

 

 SemoqmedebiTi