2014 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და მედიაჯგუფის - „აჭარა P.S.“ ორგანიზებით გაიმართა ქორეოგრაფ თემურ თხილაიშვილის დაბადებიდან 55 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 35 წლის საიუბილეო საღამო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: პოეტი და საზოგადო მოღვაწე ერეკლე საღლიანი, მედიაჯგუფი -„აჭარა P.S.“ -ის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი ჯემალ მეგრელიძე, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე რევაზ ჭანიშვილი, გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფები და საზოგადო მოღვაწეები: ფრიდონ სულაბერიძე, თენგიზ უთმელიძე, ომარ მხეიძე, უჩა დვალიშვილი და სხვ.

 

 SemoqmedebiTi