კონფერენცია თემაზე -  „ძალადობა და ძალადობის პრევენცია“

2014 წლის 3 დეკემბერს,  17:00  სთ-ზე,  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში   დავითიანნის  ფსიქოლოგიის ცენტრის ორგანიზებით  გაიმართება  კონფერენცია თემაზე:  „ძალადობა და ძალადობის პრევენცია“.

►კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს განურჩევლად ასაკისა და განათლებისა.
►მონაწილეობისთვის უნდა გამოგზავნოთ თემა მოცემული 4 სათაურიდან თქვენი სურვილიამებრ  რომელიმე კონკრეტულ თემაზე.

1.ძალადობა გენდერული ნიშნით
2. ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახში
3.ბავშვთა მიმართ ძალადობა
4.ძალადობის სხვადასხვა გამოხატულება (ასაკთან, რელიგიასთან და რასასთან მიმართებაში).

►თემა უნდა იყოს ორიგინალი ნამუშევარი.
შრიფტი 12 Sylfaen. მინიმუმ 2500 სიტყვა.
►აუცილებლად უნდა ქონდეს თანდართული გამოყენებული ლიტერატურის სია.
თემები მიიღება მეილზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

► თემების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი

►ნაშრომს შეაფასებს ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული ჟიური.
►შერჩეული ნამუშევრების ავტორებს დაუკავშირდებიან და ისინი მოამზადებენ პრეზენტაციას ნაშრომის მიხედვით.
►წარდგინება  გაიმართება  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.
►კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ფასკდაკლების ბარათები ფსიქოლოგიურ ტრენინგებზე.
►ასევე გამოვლინდება 3 გამარჯვებული რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციებისგან გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi