2014 წლის 23 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე, ახალგაზრდული მოძრაობადავითიანნისფსიქოლოგიის კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება პირველი ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი.
ფორუმზე საუბარი იქნება იმ ფსიქოლოგიურ გამოწვევებზე, რომლებიც დაგროვდა დღეს ჩვენს საზოგადოებაში და მოეწყობა დისკუსია აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე. სამიზნე აუდიტორია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირები.
ახალგაზრდა ფსქოლოგთა ფორუმი პირველად ტარდება საქართველოში. მომხსენებლებიც ძირითადად ახალგაზრდა ფსიქოლოგები არიან, რომლებიც დღესდღეობით მუშაობენ ამ სფეროში. ისინი ამ ფორუმზე საკუთარი ფსიქოლოგიური ცენტრების წარმომადგენლების ამპლუაში იქნებიან
მომხსენებლები:
ირინა ტაბუციძე - პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრიპიკი“.
თინათინ აფხაიძე - „თინათინ აფხაიძის ფსიქოლოგიის ცენტრი“.
დიანა ნიკოლაიშვილი - ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრისტიმული“.
ნინო ახალაია - ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრიიდილია“.
გიორგი დონაძე - ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოდრამისტი.
მარიტა მერკვილაძე, ირმა კვაჭაძე - „დავითიანნის საკონსულტაციო სადიაგნოსტიკო ცენტრი“.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

 

 SemoqmedebiTi