ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგის ფინალური თამაში


2015 წლის 24 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგის ფინალური თამაში.
მონაწილეობდნენ: წმ. ტბელ აბუსერისძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი - „ქვრივის ორი ლეპტა“, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - „მაგენდავიდი“, თბილისის სასულიერო აკადემიის გუნდი - „გული გონიერი“.
თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით: I ადგილი – გუნდი „გული გონიერი“ (22 ქულა); II ადგილი – გუნდი „მაგენდავიდი“ (20 ქულა); III ადგილი – „ქვრივის ორი ლეპტა“ (12 ქულა).
ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგის ფინალურ თამაშს ესწრებოდა ცაგერისა და ლენტეხის მთვარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). მეუფემ კონკურსში მონაწილე გუნდები დალოცა და წარმატებები უსურვა. სამივე გუნდის მონაწილეებს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სიგელები გადაეცა. გამარჯვებული გუნდი სამოგზაუროდ გაემგზავრება კაბადოკიაში.
ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგა მესამე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით.
მასში მონაწილეობას იღებს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლები.

 

 SemoqmedebiTi