2014 წლის 20 ოქტომბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში განახლდა  შემეცნებითი საუბრები.
თემაზე:  „წმ. წერილი და საეკლესიო გარდამოცემა“   საუბარი  წარმართა  სამართლის დოქტორმა, დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა დავით ჩიკვაიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ  28-ე საჯარო სკოლის მე- 9 - 11 კლასის  მოსწავლეები.
შემეცნებითი საუბრები  მე-6 წელია ტარდება   სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით.
საუბრები იმართება ისტორიის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ფსიქოლოგიის და ღვთისმეტყველების საკითხების ირგვლივ ყოველდღე 15:00 სთ-ზე შაბათ-კვირის გარდა.  კვირა დღე  ეთმობა დოკუმენტური ფილმების ჩვენებას.
შემეცნებით  საუბრებზე  დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi