წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი

IV საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის

დასკვნითი დოკუმენტი

თბილისი-ცაგერი-ლენტეხი

2011 წლის 24-27 ოქტომბერი

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენციები იმართება 2005 წლიდან.

Kკონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

IV საერთაშორისო კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელმძღვანელობდა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), პროფესორ ჟან-კლოდ ლარშეს თანადგომითა და კოორდინირებით.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ღვთისმეტყველები, პატროლოგები, საეკლესიო ისტორიკოსები, ფილოლოგები, არქეოლოგები, ანთროპოლოგები, რომლებიც სწავლობენ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და შემოქმედებას: მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) (საქართველოს საპატრიარქო). ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი) (საქართველოს საპატრიარქო), კალიფორნიისა და დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი მაქსიმე (ვასილევიჩი) (სერბეთის საპატრიარქო), დეკანოზი ვლადიმირ ვორობიოვი (მოსკოვის წმიდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორი. რუსეთი), ჟან-კლოდ ლარშე (საფრანგეთი), ვლადიმირ ცვეტკოვიჩი (სერბეთი), პეტრე მიხაილოვი (რუსეთი), პეტრე მალკოვი (რუსეთი), დიმიტრი ბირიუკოვი (რუსეთი), ია მელნიკოვა (რუსეთი), ნატალია გოლოვნინა (რუსეთი), ეთერ ქავთარაძე (საქართველო), რევაზ ხვისტანი (საქართველო), ვლედიმერ ასლანიშვილი (საქართველო).

მოხსენებები მიეძღვნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს.

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებას მიეძღვნა თემები:

1.    წმიდა მაქსიმე აღმსარებლისა და მისი ორი მოწაფის _ანასტასი ბერისა და ანასტასი აპოკრისიარის წამების გადასახლებისა და გარდაცვალების საკითხის დადგენისათვის ცაგერის თანამედროვე არქეოლოგიური გათხრების აღმოჩენებზე დაყრდნობით.

2.    წმიდა მაქსიმე აღმსარებელი საქართველოში _ კვლევის ბოლო შედეგები.

3.    მურის წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესიის ინტერიერში 2010-2011 წლებში წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში.

4.    1914 წლის ივნისში მურის ციხესთან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და მისი მონაწილეების ისტორიიდან.

5.    წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში აღმოჩენილი წმიდა ნაწილების ანთროპოლოგიური კვლევის შედეგები.

6.    კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია VII-VIII საუკუნეებში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი გამოკვლევების შეჯამების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი: საქართველოს ეკლესიაში არსებული გარდამოცემა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის შესახებ; ისტორიული წყაროების მონაცემები; ფოლკლორული მასალა; 1914 და 2010-2011 წლებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენილი წმიდა ნაწილების ანთროპოლოგიური კვლევის შედეგების თანხვედრა. იმის გათვალისწინებით, რომ კონფერენციის მონაწილეთა ხელთ არსებული ინფორმაციით, XX საუკუნემდე არსად მსოფლიოში არ არსებობდა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია, ხოლო საქართველოში წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში წმიდა მაქსიმეს საფლავის არსებობა წერილობით დასტურდება უკვე XII საუკუნიდან. ეს ამყარებს მოსაზრებას, რომ მონასტერში აღმოჩენილი წმიდა ნაწილები ეკუთვნის წმიდა მაქსიმე აღმსარებელსა და მის ორ მოწაფეს _ ანასტასი აპოკრისიარსა და ანასტასი ბერს.

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის შემოქმედებას მიეძღვნა თემები, რომლებიც შეეხებოდა: 1. საღვთისმეტყველო 2. წმიდა მაქსიმეს სულიერი სწავლების. 3. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ფილოლოგიურ ასპექტებს 4. წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევის ისტორიის საკითხებს.

კონფერენცია მიზანშეწონილად თვლის არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში არსებული ეკლესიის გარე პერიმეტრისა და სკიმერის ტერიტორაზე (ლენტეხის რაიონი), სადაც აღმოჩენილია ნაგებობების ნაშთები.

კონფერენციის მონაწილეები შეხვდნენ უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს, რომელმაც აკურთხა კონფერენციის ჩატარება და სურვილი გამოთქვა, რომ შედგეს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში აღმოჩენილი წმიდა ნაწილების იდენტიფიკაციის საკითხის საბოლოო გარკვევა. ამასთან დაკავშირებით, კონფერენციამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეიქმნას მუშა ჯგუფი ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის. Uუწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ლოცვა-კურთხევა მისცა კონფერენციის ორგანიზატორებს, რათა მათ მოამზადონ შემდეგი V კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება წმიდა მაქსიმე აღმსარებლის 1350 წლისთავს.

კონფერენციის მონაწილეებმა ნაყოფიერად შეაფასეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა, საჭიროდ მიიჩნიეს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით კვლევის გაგრძელება.


მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია

ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე

კალიფორნიისა და დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი მაქსიმე

დეკანოზი ვლადიმირ ვორობიოვი

პროფესორი, დოქტორი ჟან-კლოდ ლარშე

დოქტორი ვლადიმირ ცვეტკოვიჩი

დოქტორი პეტრე მიხაილოვი

დოქტორი პეტრე მალკოვი

დოქტორი დიმიტრი ბირიუკოვი

დოქტორი ია მელნიკოვა

დოქტორი ნატალია გოლოვნინა

დოქტორი ეთერ ქავთარაძე

პროფესორი, დოქტორი რევაზ ხვისტანი

დოქტორი ვლადიმერ ასლანიშვილი

 

 


წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო საღვთისმეტყველო სამეცნიერო კონფერენციის
დასკვნითი დოკუმენტი
თბილისი _ ცაგერი _ ლენტეხი 2010 წლის 20-25 ოქტომბერი
წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენციები იმართება 2005 წლიდან.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან _ საქართველოს საპატრიარქო, წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრი, წმ. ამდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
III საერთაშორისო კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებას ხელმძღვანელობდა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დოქტორ ჟან-კლოდ ლარშეს თანადგომითა და კოორდინირებით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ _ ღვთისმეტყველები, პატროლოგები, საეკლესიო ისტორიკოსები, ფილოლოგები, არქეოლოგები, ანთროპოლოგები, რომლებიც სწავლობენ წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და შემოქმედებას: ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი) (საქართველო), ჰერცოგოვინის ეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი) (სერბეთი), ჟან-კლოდ ლარშე (საფრანგეთი), გრიგორი ბენევიჩი, პეტრე მალკოვი, ნატალია გოლოვნინა, ია მელნიკოვა (რუსეთი), ვალერი სილოგავა, ვლადიმერ ასლანიშვილი, რევაზ ხვისტანი, ეთერ ქავთარაძე (საქართველო).
მოხსნებები მიეძღვნა წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს.
წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებას მიეძღვნა თემები: 1) საქართველოში წმ. მაქსიმეს სახის ფოლკლორიზაციის შესახებ; 2) დაუსრულებელი არქეოლოგიური კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა 1914 წელს ნ. მარის ხელმძღვანელობით წმ. მაქსიმეს საფლავის ძიების მიზნით; 3) თანემდროვე არქოლოგიური კვლევის შესახებ წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში; 4) ანთროპოლოგიური ანალიზის შესახებ, რომლის შედეგადაც დაიდო წინასწარი დასკვნა წმ. მაქსიმეს სახ. ეკლესიის საკურთხეველში აღმოჩენილ წმიდა ნაწილთა _ წმ. მაქსიმე აღმსარებელთან, მის ორ მოწაფესთან (წმ. ანასტასი აპოკრისიარი და წმ. ანასტასი ბერი), აგრეთვე, წმ. არსენთან (ვის სახელზეც აიგო თავდაპირველად ეს მონასტერი) იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. ამ აღმოჩენამ საშუალება მოგვცა ნაყოფიერად გვემსჯელა წმ. მაქსიმეს ცხოვრების უკანასკნელ პერიოდთან დაკავშირებულ ფაქტებზე.
წმ. მაქსიმე აღმსარებლის შემოქმედებას მიეძღვნა თემები, რომლებიც შეეხებოდა: 1) მისი მემკვიდრეობის ფილოლოგიურ ასპექტებს; 2) საღმთისმეტყველო და 3) სულიერ საკითხებს.
კონფერენციის მონაწილეთა ნაწილმა განახორციელა ექსპედიცია სკიმერში _ ქვემო სვანეთის მაღალმთიან ადგილას, სადაც სავარაუდოდ მდებარეობდა ბიზანტიური ციხე-სიმაგრე სქიმარისი, რომელშიც თავისი ცხოვრების ბოლო თვეები გადასახლებაში გაატარა წმ. მაქსიმემ. კონფერენციის მონაწილეთა აზრით, საჭიროა ამ ადგილის არქეოლოგიური კვლევა.
კონფერენციის მონაწილეებმა ნაყოფიერად მიიჩნიეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა, საჭიროდ მიიჩნიეს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით კვლევის გაგრძელება და ამ საკითხების მეცნიერული განხილვა წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მომდევნო კონფერენციებზე, რომლებიც რეგულარულად გაიმართება.
ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე
ჰერცოგოვინის ეპისკოპოსი ათანასე
პროფესორი, დოქტორი ჟან-კლოდ ლარშე
პროფესორი, დოქტორი ვალერი სილოგავა
პროფესორი, დოქტორი რევაზ ხვისტანი
დოქტორი გრიგორი ბენევიჩი
დოქტორი პეტრე მალკოვი
დოქტორი ია მელნიკოვა
დოქტორი ვლადიმერ ასლანიშვილი
დოქტორი ეთერ ქავთარაძე
ნატალია გოლოვნინა




2010 წლის 20 ოქტომბერს, წმ. ანდრია მოციქულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია.

წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენცია პერიოდულად იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

კონფერენციის პირველ დღეს მოხსენებებით წარსდგნენ: ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი) _ `ახალი მონაცემები წმ. მაქსიმე აღმსარებლის საფლავთან დაკავშირებით;~ მკვლევარი ლადო ასლანიშვილი _ `წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში აღმოჩენილ ნეშტთა ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგები;~ ჟან-კლოდ ლარშე _ `სიახლეები წმ. მაქსიმე აღმსარებლის გააზრებაში~ და ჰერცოგოვინის ეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი) _ `დიადი საღვთო ბჭობა წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით.~

წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს, წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. საღვთისმეტყველო სამეცნიერო ცენტრისა და წმ. ანდრია მოციქულის სახ. ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კონფერენცია 21 - 23 ოქტომბერს, გაიმართება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, ხოლო 25 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყობა წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასკვნითი პრეს-კონფერენცია.


წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენცია
საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრისა და  წმ. ანდრია პირველწოდებულის  სახ. საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის თაოსნობით  ამა წლის 20-25 ოქრომბერს გაიმართება წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ:
მთავარეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი) - სერბეთი
მიტროპოლიტი ვასილიოსი (კარაიანისი) - კვიპროსი
ჟან-კლოდ ლარშე (საფრანგეთი)
ბრიგიტა შრადე (გერმანია)  და სხვ.
კონფერენციის საორიენტაციო პროგრამა:
20 ოქტომბერი - კონფერენციის გახსნა, სამეცნიერო სხდომა (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტი, თბილისი.)
21 ოქტომბერი - პარაკლისი (წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერი, ცაგერი);
21 ოქტომბერი - სამეცნიერო სხდომა (ცაგერი)
22 ოქტომბერი - წმ. მაქსიმე აღმსარებლის გადასახლების სავარაუდო ადგილზე, ციხე-სიმაგრე სქიმარში (სკიმერი) - ცხენებით ასვლა
23 ოქტომბერი  - სამეცნიერო სხდომა კონფერენციის დახურვა,  (ლენტეხი);
23 ოქტომბერი - ლოცვა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი(ცაგერი);
24 ოქტომბერი - წირვა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი   (ცაგერი);
25 ოქტომბერი - პრეს-კონფერენცია (წმ. სამების ტაძარი, თბილისი, საპატრიარქოს ახალგაზრული ცენტრი);
წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის სახელით,
ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
www.st-maximus.org
 

 SemoqmedebiTi