2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა მოყვარული მხატვრის, დავით კოდუას პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით - „ჩვენი კოლხეთი“, რომელიც ეძღვნება ახალგაზრდა ხელოვანის დავით ფიფიას ნათელ ხსოვნას.

გამოფენაზე წარმოდგენილია 50-მდე  ფერად გრაფიკაში შესრულებული ნახატი. გამოიფინა მითოლოგიურ, ისტორიულ და  სხვადასხვა თემაზე  შექმნილი ნამუშევრები.

გამოფენა არის საქველმოქმედო. შემოსული თანხა გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის ანგარიშზე.

ექსპოზიცია გაგრძელდება 20 სექტემბრამდე.

სურათები იხილეთ მოცემულ ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.812083742176853.1073742271.251436844908215&type=1

 

 

 SemoqmedebiTi