2014 წლის 8 აგვისტოს  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართა  2008  წლის ომში გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის საღამო, სახელწოდებით - „გვახსოვს 8 აგვისტო“. მონაწილეობდნენ:  მსახიობი - ნინელი ჭანკვეტაძე,  პოეტები -  ჯარჯი შუქიაური, ოთარ ფალიანი,  ლელა ნინუა,  გიორგი თუშიშვილი,  გაგა გომართელი.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ  2008  წლის ომში გარდაცვლილ  მეომართა  ოჯახის  წევრები.

საღამო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით  გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში 18:00  სთ-ზე,   წმ. სამების საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტმა ლაზარემ  2008 წლის ომში გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

 SemoqmedebiTi