2014 წლის 17 ივლისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიხსნა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 18 ივლისამდე.

გამოიფინა ხელოვნების მიმართულების სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესის დროს შექმნილი ნამუშევრები.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შემდეგი სპეციალობის ნამუშევრები: დეკორატიულ - გამოყენებითი ქსოვილები; თექა; მინანქარი; ფეხსაცმელი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები; ხის მხატვრული ნამუშევრები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ნამუშევრები.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ ანხორციელებს ინკლუზიური განათლების პროგრამას, მათი დევიზია: „განათლება ყველას და შესაძლებლობები შეუზღუდავია“.

 

 SemoqmedebiTi