2014 წლის 6 ივლისს  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ ახალი -მე-2 ნომრის წარდგინება.

საღამოს უძღვებოდა პოეტი თემურ ჩალაბაშვილი. სიტყვით გამოვიდნენ: ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი, „ანეულთან“ არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრები: ივანე ჯაფარიძე, თამარ მიქაძე, ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი, აგრეთვე: ირმა გურიელი, თენგიზ უთმელიძე, ლია მეტრეველი, შოთა ტოგონიძე, ვასილ ბოსტაშვილი, ტარიელ ნამორაძე, დავით არახამია, ზურაბ ჯოხარიძე, ჯუბა ღებელი, დავით შემოქმედელი, მერაბ მეტრეველი, გიორგი ცხვიტარია, ოთარ ფალიანი, მირან ფალიანი, გიორგი ხათაშვილი, ნინო მჭედლიშვილი და სხვ. ჟურნალში შესული ლექსები წაიკითხა მსახიობმა ქეთევან კანდელაკმა, ხოლო   სიმღერ შეასრულა მარინა კოლხიდაშვილმა.

ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლა შემოქმედებით ჯგუფს მიულოცა რევაზ ინანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა როზა ინანიშვილმა.

 

 SemoqmedebiTi