2014 წლის 30 ივნისს, 19:00 სთ–ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის – „მომავლის რწმენა“ აღსაზრდელებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო – შესაძლებლობები შეუზღუდავია“.
ღონისძიებას წარუძღვება  ნინო მოდებაძე.
საღამო შემეცნებითი ხასიათის იქნება.  გამოიფინება შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვთა ცენტრის „მომავლის რწმენა“ ბავშვების ხელნაკეთი ნივთები, ასევე  გაიმართება დისკუსიები შშმ პირებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე.
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები: დები ზვიადაურები, უნივერსიტეტი, ლაჟვარდი“ და სოლო შემსრულებლები. პოეტები: ტარიელ ხარხელაური, პროფესორი ტრისტან მახაური, დათო ცერცვაძე, ირაკლი დეისაძე, თემო ბიწაძე, მათე არაგველი, ნიკოლოზ ხახუტაშვილი, თემო არაბული, თორნიკე ნაროზაული, აკაკი გაბრიჭიძე, დეკა ნაყეური, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის – „მომავლის რწმენა“ ბავშვები.
საღამოს ორგანიზატორები: ნინო მოდებაძე, ლაშა ნინიაშვილი, ლაზარე ვარდუკაძე, მაგდა ყურაშვილი, ნინო პატაშური, ელენე მოდებაძე.
ღონისძიებას დაესწრება კოალიცის დამოუკდებელი ცხოვრებისთვის დამფუძნებელი რატი იონათამიშვილი.

საღამოდან  შემოსული თანხა გადაეცემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრს – „მომავლის რწმენა“ .

მისამართი; ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi