2014 წლის 23 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, არხოტის სათემო კავშირის ,,არხოტი" ორგანიზებით, გაიმართა გიგი ხორნაულის (მწერალი და მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი) წიგნის ,,ხევსურეთის ტოპონიმია" წარდგინება.

წიგნი გამოიცა გამომცემლობა ,,კალმოსანის" მიერ. წიგნის რედაქტორი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტი - ავთანდილ არაბული. ,,ხევსურეთის ტოპონიმია" გამოიცა გიორგი ლიქოკელისა და ლელა გაბურის (პოეტი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი) ფინანსური მხარდაჭერით.

ნაშრომში აღწერილი და გადარჩენილია 6000- მდე ხევსურული ტოპონიმი, და თან ერთვის მათი ენობრივ-ონომასტიკური ანალიზი. ამ ტოპონიმთა ჩაწერა ავტორმა 1974 წელს მოახერხა. აღნიშნული წიგნის გამოცემა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, რადგან ტოპონიმები წარმოადგენს ერთგვარ ,,მიწის პასპორტს“, რომელიც ამ მიწის ისტორიულ კუთვნილებას განსაზღვრავს და ხევსურული ტოპონიმების აღწერითა და გადარჩენით დაცლის პირას მისული ხევსურეთის ისტორიის გადარჩენა შეძლო ავტორმა.

წიგნი წარადგინა არხოტის სათემო კავშირმა ,,არხოტი".

სიტყვით გამოვიდნენ და წიგნის შესახებ ისაუბრეს: საქ. მეცნიერებათა ეროვნული აკად. წევრკორესპონდენტმა ავთანდილ არაბულმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკად. დოქტორმა ნანა კოტეტიშვილმა, პოეტმა, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორმა ლელა გაბურმა, მწერლებმა: კობა არაბულმა და ტარიელ ხარხელაურმა.

 

 

 

 SemoqmedebiTi