2014 წლის 23 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ორგანიზებით, გაიხსნა ტრადიციული სააღდგომო გამოფენა.

წლევანდელი გამოფენა საიუბილეოა, რადგან პირველი გამოფენა მოეწყო 1979 წელს სახელითბუნება და ძეგლი“. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ამ გამოფენას „სააღდგომო“ ეწოდა, რომელსაც წლების მანძილზე შეძლებისდაგვარად ეცნობოდა და ბავშვებს ულოცავდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია -II თანმხლებ პირებთან და საპატრიარქოს უცხოელ სტუმრებთან ერთად.

35 წლის მანძილზე გაფართოვდა და მჭიდრო გახდაგალერეისადა საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობა. დაინერგა და ტრადიციული გახდა ახალი გამოფენები: საშობაოსაახალწლო, საშემოდგომოგიორგობა და სხვა. პერიოდულად გალერეის სააღდგომო გამოფენა იყო საპატრიარქოს მუსიკალური ფესტივალისაღდგომიდან ამაღლებამდეერთერთი შემადგენელი ნაწილი.

ამჟამინდელ საიუბილეო გამოფენაში მონაწილეობს 400 ავტორი თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან: საჩხერე, ძალისი, ფხაზეთი, საგარეჯო.

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ხელმძღვანელმა ლია გორგაძემ და თანამშრომლებმა გამოფენაში მონაწილე ყველა ბავშვს გადასცეს დიპლომები და ლოცვის წიგნები.

გამოფენის მიზანია ბავშვები უკეთ გაეცნონ მართლმადიდებლურ რელიგიას, ბიბლიისა და სახარების შინაარს, ხოლოგალერეისთანამშრომლები ყველანაირად ცდილობენ ქართველი ბავშვების ნიჭი და ხელოვნება გააცნონ ფართო საზოგადოებას და ჩამოსულ სტუმრებს.

ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით. თემატიკა მრავალფეროვანია. რელიგიური თემების გარდა არის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები,გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

გამოფენა გაგრძელდება 4 მაისამდე.


 

 SemoqmedebiTi