2014 წლის 9 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქართველი ემიგრანტების წიგნის - „ჩვენ საქართველო გავაძლიერეთწარდგინება.
წიგნი გამოიცა საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთელადასმიერ. მთავარი რედაქტორი ანა ყურშავიშვილი. რედაქტორი თამარ-ლეილა სოლოღაშვილ-სეფაშვილი. წიგნში გადმოცემულია ემიგრანტების შემოქმედება და მათი ტკივილიანი მოგონებები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დიასპორის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები. საღამო მუსიკალურად გააფორმე: თამარ ალადაშვილმა, ანსამბლებმათორდა და  „სნო“, მარიამ ელიეშვილმა, მარინე კოლხიდაშვილმა, ანა მალაზონია. ახალ გამოცემული  წიგნის შესახებ ისაუბრეს: თამარ-ლეილა სოლოღაშვილ-სეფაშვილმა, ერეკლე საღლიანმა, გიული ჩქარეულმა, მარინა ხარხელაურმა,  მანანა დანგაძემ.
საღამო მიეძღვნა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს და ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი მამულიშვილის პეტრე ხვედელიძის ხსოვნას.
ღონისძიების ბოლოს, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, უსინათლო მომღერალმა ლელა ვეფხვაძემ (9 აპრილის მონაწილე)   შეასრულა ცნობილი ქართული სიმღერა დაუკარით“.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს ქალთა საბჭო, ემიგრანტი თამარ-ლეილა სოლოღაშვილ-სეფაშვილი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისა და ლიტერატურული საზოგადოებავერკვლისციხელის“ ორგანიზებით.


 

 

 SemoqmedebiTi