2014 წლის 3 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის .

თემაზე:სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების ხელშეწყობა და ახალი გამოწვევებისაუბარ წარმართეს ირაკლი მოისწრაფიშვილმა (სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი) და პროფ. რევაზ ასათიანმა (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მენეჯერი).

სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი - ირაკლი მოისწრაფიშვილი:

„დღეს, დამსწრე საზოგადოებას გავაცანი შეღავათიანი აგროკრედიტის პირობები, თუ რაა  საჭირო ფერმერის მხრიდან  კრედიტის მისაღებად, ასევე თუ  რა პირობას უყენებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბანკებს.

პატრიარქის მიერ ორგანიზებულ  შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ჩემთვის დიდი პატივია.  მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიღო მონაწილეობა მსგავს და სხვა ტიპის ღონისძიებებში თუ მისი უწმინდესობის  მოწოდება  იქნება".

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მენეჯერი - პროფ. რევაზ ასათიანი:

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის სტრუქტურა, მისი  მიზანი და ამოცანები. ასევე, დაფინანსებისა და  რეგისტრაციის  პირობები, პროექტის  შეფასების ეტაპები,    ის მიმართულებები  რა მიმართულებითაც  შეიძლება  განაცხადების წარმოდგენა და რეგიონები, სადაც შეიძლება ამ პროექტების განხორციელება“.

საქართველოში მოღვაწე ფერმერები დაინტერესებულ პირებს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას და ლექცია-სემინარებს წარმართავდნენ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით სამი თვის მანძილზე.

 

შეხვედრები ტარდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და კომპანიამეღვინეობა-ხარება“- ხელშეწყობით.

 

 SemoqmedebiTi