2014 წლის 4 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საზოგადოებამომლოცველი პილიგრიმისგეგმების წარდგინება. საზოგადოება „მომლოცველი  პილიგრიმის“ ხელმძღვანელებმა და დამფუძნებლებმა დეკანოზმა მამუკა თავხელიძემ და თინათინ გამცემლიძემ შეხვედრაზე წარადგინეს გასული პერიოდის შედეგებ და მომავალ გეგმებ.

„დღეს, ჩვენ გვქონდა საზოგადოება „მომლოცველი პილიგრიმის“ მეგობრების შეხვედრა. 6 წლის განმავლობაში მრავალ ადამიანთან ერთად ვიმოგზაურეთ, ექსპედიციები მოვაწყეთ  ისეთ ქვეყნებში, სადაც აღმოსაჩენი იყო სიწმინდეები.  შევეცადეთ, ის განვლილი შედეგები წარმოგვედგინა ჩვენი მეგობრებისათვის, რაც წინა წლებში დავაგროვეთ. ამავე დროს, დამსწრე საზოგადოებას გავაცანით ჩვენი  სამომავლო გეგმები, თუ რომელი ქვეყნების სიწმინდეების  მონახულებას  ვაპირებთ მომავალში.

შეხვედრაზე ვაჩვენეთ იტალიის ტურის სურათები და  ფილმის -  „ანდრია პირველწოდებულის საფლავი იტალიაში“ პრომო. სამომავალოდ, ვგეგმავთ ამ ფილმის პრომოზე  სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნას. ეს პატარა პრომო  ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს  ილია II -ს  ვაჩვენეთ. მას ძალიან მოეწონა და კურთხევა მოგვცა,  რომ ყველას ვაჩვენოთ“ - გვითხრა საზოგადოება „მომლოცველი  პილიგრიმის“ ხელმძღვანელმა,  თინათინ გამცემლიძემ.

 

 SemoqmedebiTi