2014 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო - „შინდისფერი პოეზია - ჩემი მგზნებარე ავტოგრაფი დედამიწაზე“.

საღამო მიეძღვნა წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის მცხეთის ფერისცვალების ტაძარში დიდებით შებრძანებას და ვაშინგტონში გარდაცვლილი ქართველი მამულიშვილის ბატონი პეტრე ხვედელიძის ხსოვნას.

პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხა ლექსები. ისაუბრა წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და ვაშინგტონში გარდაცვლილი ქართველი მამულიშვილის ბატონი პეტრე ხვედელიძის შესახებ.

ღონისძიებას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი.

თინათინ მღვდლიაშვილის  შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ისაუბრეს: ლევან ჟვანიამ, არჩილ აბესაძემ, მთვარისა კერესელიძემ, ნანა დარჩიაშვილმა, სოფიკო ჯერვალიძემ,  ვანო ჯაფარიძემ, პანკისის ხეობიდან სტუმარმა - მექა ხანგოშვილმა და სხვ. პოეტის ლექსები წაიკითხეს: თორნიკე თოდრიამ, ლუკა ბურდულმა, მარიამ მურღვლიანმა.  საგალობლები შეასრულეს ბოლნისის, იოანე ბოლნელის სახ. გიმნაზიის მოსწავლეებმა.

 

 SemoqmedebiTi