საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის

სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი

აცხადებს მოხსენებების მიღებას სასკოლო-სამეცნიერო კონფერენციისათვის

 

„რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“

 

2014 წლის 10 -11 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სასკოლო-სამეცნიერო კონფერენციის „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ II საკონკურსო ეტაპი - „წერის დღე“.
მონაწილეებს დასაწერად გადაეცათ შემდეგი თავისუფალი თემები:
ადამიანი და სამყარო
მოგზაური ვარ წუთისოფელში
რა არის ჭეშმარიტება?
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე
„სამშობლო, როგორც უფალია ერთია ქვეყანაზედა“
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა
ადამიანი შემოქმედი
ადამიანი, ხატება ღვთისა
პირველი მცნება
„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“
„შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი
ისმინე ჩემი უფალო
შეიცან თავი შენი
დაეუფლე დროს
ჩემი ცხოვრების მიზანი
„რომ შემეძლოს მთების დაძვრაც კი, თუ სიყვარული არა მაქვს, არა რაი ვარ“
წყარო სიხარულისა
ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა
საით მივისწრაფით ახალგაზრდები
სინდისი, ღვითის ხმა ადამიანში
სასკოლო-სამეცნიერო კონფერენცია „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მე-4 წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II– ის ლოცვა - კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით.
წლევანდელ სასკოლო-სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მომდევნო III ეტაპზე მოეწყობა კონფერენცია, სადაც კონკურსანტები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. კონფერენციაზე გამოვლენილი საუკეთესო თემები წლის ბოლოს დაიბეჭდება წიგნის სახით.

 


 

 

ნაშრომები მიიღება 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) 11.00 დან 18.00  საათამდე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრში  (ელიას მთა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული), ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართი : Email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს _ შრიფტი 12,  acadnusx;  სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;   აცილებლად მიუთითეთ შესაბამისი წყაროები, რომლებიც თემაზე მუშაობისას გამოიყენეთ, ასევე თემის სათაური და თემის ავტორისა და  ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია _სახელი, გვარი და  ტელეფონის ნომერი.

გაითვალისწინეთ, რომ  „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ არის კონფერენციის ზოგადი სახელწოდება და არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც თემის სათაური.

საკონფერენციო ნაშრომი შეიძლება ეხებოდეს შემდეგ თემებს:

  • ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
  • ადამიანი და სამყარო
  • რა არის ჭეშმარიტება
  • თავისუფლების შესახებ
  • მიწის ცქერით დაიღალა მთვარე
  • სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა
  • თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა
  • ადამიანი, შემოქმედი
  • ადამიანი, ხატება ღვთისა
  • პირველი მცნება
  • პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა
  • ისმინე ჩემი უფალო
  • შეიცან თავი შენი
  • მოგზაური ვარ წუთისოფელში
  • ბედნიერება
  • დაეუფლე დროს
  • ცხოვრების მიზანი
  • რომ შემეძლოს მთების დაძვრაც კი, თუ სიყვარული არა მაქვს არა რაი ვარ
  • წყარო სიხარულისა
  • შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი

ასევე სხვა თემებიც

საკონტაქტო ნომერებია : 598 10 68 65; თამარ გიორბელიძე

557 129 929; 591 000 778  თინათინ ჯაფარიძე

 

 

 SemoqmedebiTi