კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია

 

2016 წლის 4 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია.
გამარჯვებულები გამოვლიდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რომელთაც გადაეცათ სიგელები და ფულადი ვაუჩერები.
უფროსი ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი - სალომე აფციაური 16 წლის
II ადგილი - ანა ძამუკაშვილი 15 წლის
III ადგილი - ნანა ოყუჯავა 15 წლის
საშუალო ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი - ანა ზაალიშვილი 14 წლის
II ადგილი - გიორგი კიკვაძე 14 წლის
III ადგილი - ანა-მარია ქუმსიაშვილი 13 წლის
უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი - ლუკა ოთინაშვილი 8 წლის
II ადგილი - მარიამ თოდაძე 7 წლის
III ადგილი - მაგდა ხუროშვილი 7 წლის
კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ სკოლებს:
  • წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახ. სკოლას.
  • თელავის რ-ნის ელენე ახვლედიანის სახ. საბავშვო სამხატვრო სკოლას.
  • ო. თაქთაქიშვილის სახ. 19-ე ხელოვნების სკოლას.
  • თელავის რ-ნის სოფ. ვარდისუბნის სკოლას.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვნის N1 საჯარო სკოლას.
კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ პედაგოგებს:
  • წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახ. სკოლის ხელოვნების მასწავლებელს მაგდანა მაისურაძეს.
  • თელავის რ-ნის ელენე ახვლედიანის სახ. საბავშვო სამხატვრო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს ლია ხელაშვილს.
  • ო. თაქთაქიშვილის სახ. 19-ე ხელოვნების სკოლის ხელოვნების მასწავლებელს ხათუნა ფაჩულიას.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვნის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს ნინო ჯაფარიძეს.
სიგელები და ფულადი ვაუჩერები გამარჯვებულებს გადასცა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). მეუფემ კონკურსის მონაწილეები დალოცა.
პარალელურად, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნა კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 24 მარტამდე.
კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ უკვე მეხუთე წელია, რაც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა მიიღო თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 250-მდე მოსწავლემ.
სულ კონკურსში მონაწილეობდა 400 - მდე მოსწავლე.

 

 

 


2016 წლის 4 მარტს, 14:00 სთ-ზე,  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რომელთაც გადაეცემათ სიგელები და ფულადი ვაუჩერები. პარალელურად, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში  გამოიფინება  კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრები. 
კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ უკვე მეხუთე წელია, რაც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი,I  სართული.
დასწრება თავისუფალია.

 

 

 

 

 

 

 


კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტური - „ხატვის დღე“

2015 წლის 11-12 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტური - „ხატვის დღე“. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ფარეშიშვილმა კონკურსანტებს წმინდა წერილიდან, ძველი და ახალი აღთქმიდან, ამონარიდი წაუკითხა, რომლის მიხედვითაც მონაწილებმა შეასრულეს ერთი ნახატი. პარალელურად, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრები. ხატვის დასრულების შემდეგ ბავშვებს მიეცათ დავალება (შვიდი თემა ძველი და ახალი აღთქმიდან) კონკურსის III ეტაპისთვის, რომელიც უნდა წარმოადგინონ 20 სექტემბრამდე. კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტურში - „ხატვის დღე“ მონაწილეობა მიიღო 100 -ზე მეტმა ბავშვმა. კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“, მეხუთე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II - ის აღსაყდრებიდან 37-ე წლისთავს.

გამარჯვებულები გამოვლიდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რომელთაც გადაეცათ სიგელები და ფულადი ვაუჩერები.
უცმროსი ასაკობივი ჯგუფი:
I ადგილი - ლუკა ოთინაშვილი 8 წლის
II ადგილი - გვანცა ბაღაშვილი 8 წლის
III ადგილი - ნუცა სესიაშვილი 9 წლის
საშუალო ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი - მარიამ სისაური 13 წლის
II ადგილი - ნაზი ჯავახიშვილი 14 წლის
III ადგილი - ლევან ნარიკაშვილი 13 წლის
უფროსი ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი - რომანი მალაზონია 15 წლის
II ადგილი - ანა ძამუკაშვილი 15 წლის
III ადგილი - მაია ხაჩიძე 17 წლის
ნომინაციაში „ყველაზე პატარა მონაწილეებს შორის საუკეთესო ნაშრომის ავტორი“ გამარჯვებული გამოვლინდა მერაბ ირემაშვილი 6 წლის.
სიგელები გამარჯვებულებსა და კონკურსის სხვა მონაწილეებს გადასცეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, ცაგერისა და ლენტეხის მთავრეპისკოპოსმა სტეფანემ და მხატვარმა ზაალ სულაკაურმა.
კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ უკვე მეოთხე წელია, რაც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
წელს, დასკვნით ეტაპზე, მონაწილეობა მიიღო თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 150-მდე მოსწავლემ. კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მომავალი წელს, თებერვალში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლება.

 


კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“: II ტური -„ხატვის დღე“

 

2014 წლის 13 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსისნახატები ბიბლიურ თემებზეII ტური - „ხატვის დღე“. ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ დალოცა კონკურსში მონაწილეები. მეუფემ კონკურსანტებს წმინდა წერილიდან, ძველი და ახალი აღთქმიდან, ამონარიდი წაუკითხა, რომლის მიხედვითაც მონაწილებმა შეასრულეს ერთი ნახატი. პარალელურად, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა კონკურსში მონაწილე ბავშვების ნახატები. ხატვის დასრულების შემდეგ ბავშვებს მიეცათ დავალებები (7 თემა ძველი და ახალი აღთქმიდან დასახატი) კონკურსის მესამე ეტაპისთვის, რომელიც უნდა წარმოადგინონ  20  სექტემბრამდე.

კონკურსინახატები ბიბლიურ თემებზე, მეოთხე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

 

 

2014  წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება კონკურსისნახატები ბიბლიურ თემებზეII ტური -„ხატვის დღე“.

რეგისტრაცია დაიწყება 11:00 სთ-ზე.

კონკურსანტებს წაუკითხავენ ამონარიდს წმინდა წერილიდან, რომლის მიხედვითაც მონაწილეები შეასრულებენ ერთ ნახატს. პარალელურად საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოფენილი იქნება კონკურსში მონაწილე ბავშვების ნახატები.

 

 

 

 

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წლის 1 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს

 

„ნახატები ბიბლიურ თემებზე“

 



კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლის მოსწავლეს

კონკურსი გაიმართება სამ ასაკობრივ ჯგფში:
6-დან 9 წლამდე
10-დან 14 წლამდე და
15-დან 18 წლამდე

განაცხადები მიიღება 2014 წლის 11 აპრილამდე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 11-დან 18 საათამდე.
კონკურსანტებმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ თავისუფალ თემაზე შესრულებული სამი ნახატი.

ახალგაზრდული ცენტრის მისამართი: ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. I სართ.
კონკურსის დებულება იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.axalgazrdoba.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 557 129 929 _ თინათინ ჯაფარიძე

 

 

 

 SemoqmedebiTi