საბავშვო წიგნის III ფესტივალ

2014 წლის 4 მაისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საბავშვო წიგნის III ფესტივალი.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ: ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი),  სასულიერო პირები,  მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

დაჯილდოების ცერემონიალზე, გამარჯვებულებს,  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისგან დაწესებული პრიზები გადასცეს:  ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე), მწერალმა და დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, მწერალ რევაზ ინანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა როზა ინანიშვილმა, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა, ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ და პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა.

2012 -2013  წლებში   წიგნის  ფესტივალზე   მონაწილე  შემდეგი გამომცემლობები და ავტორები დაჯილდოვდნენ:

1. ნომინაცია „საუკეთესო საბავშვო ავტორი“:

ირმა ხურცია - ანდრიაძე, გამოუცემელი წიგნისათვის: „წათე და უხილავი მეგობარი“.

2. ნომინაცია  „საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა“:

„პალიტრა L“,  წიგნებისათვის:  „ვეფხისტყაოსანი“, „დავით აღმაშენებელი“, „ჩემი საყვარელი ზღაპრები“ და სხვ.

3. ნომინაცია „საუკეთესო შემეცნებითი წიგნი მოზარდთათვის“:

გამომცემლობა „წიგნი +ერი“, წიგნისათვის : „ ჩვენი ღირსებანი ერისათვის“.

4. ნომინაცია „საუკეთესო შემეცნებითი წიგნი ბავშვებისათვის“ :

გამომცემლობა „ტრიასი“  (იდეის ავტორი  ნინო ჟვანია)  წიგნისათვის:   „ფიროსმანი პატარებისათვის“ .

5. ნომინაცია „კლასიკოსები საბავშვო ლიტერატურაში“ :

გამომცემლობა „ანბანი“,  სერიისათვის „მსოფლიო შედევრები ბავშვებისათვის“ („ტომ სოიერის თავგადასავალი“, „პატარა მაწანწალა“ , „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“, „რობინზონ კრუზო“  „მერი პოპინსი“ და სხვ. ).

6. ნომინაცია „საუკეთესო საკითხავი მოზარდთათვის “ :

გამომცემლობა  „ბაკმი“, სერიისათვის „სასკოლო ბიბლიოთეკა“ („იაკობ გოგებაშვილი“, „ ილია ჭავჭავაძე“,  „აკაკი წერეთელი“, „ვაჟა ფშაველა“,  „ალექსანდრე  ყაზბეგი“,  „რევაზ   ინანიშვილი“,   „ნოდარ დუმბაძე“, „გიორგი ლეონიძე“ და სხვ. ).

7. „საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული“:

ქეთევან ჭილაშვილი, წიგნისათვის: „მძინარე გვირილა“  ( გამომცემლობა „ანბანი“).

8. ნომინაცია  „საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებული“:

მარიამ წიკლაური, წიგნისათვის: „ჭიჭიტა“ (გამომცემლობა „ანბანი“).

9. ნომინაცია „საუკეთესო ზღაპრების კრებული“:

თამარ ფხაკაძე,  წიგნისათვის: „ზღაპრული კალენდარი“ (გამომცემლობა

„ტრიასი“).

პრიზი გადაეცა საბავშვო გამომცემლობა „დილას“ ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.

საბავშვო წიგნის II ფესტივალის გამარჯვებულები:

1.ნომინაცია „საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებული“:

ნათია ჯანაშია,  გამოუცემელი  წიგნისათვის: „საბავშვო ლექსები და გამოცანები“.

2. ნომინაცია „საუკეთესო  საბავშვო ავტორი“:

ოლესია თავაძე, გამოუცემელი  წიგნისათვის: „ბუსუნსულა და პასკუალინა“.

3. ნომინაცია „საუკეთესო ილუსტრაცია“:

ოლესია თავაძე,  გამოუცემელი წიგნისათვის „პატარა მაწანწალა“.

საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ცენტრმა, პრიზის სახით,  გამოსცა     საბავშვო წიგნის II ფესტივალის გამარჯვებულ ავტორთა  გამოუცემელი  წიგნები: „საბავშვო ლექსები და გამოცანები“, „ბუსუნსულა და პასკუალინა“ , „პატარა მაწანწალა“და წიგნის III  ფესტივალის დაჯილდოებაზე გადასცა ავტორებს.

ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა და გაიყიდა სხვადასხვა გამომცემლობის საბავშვო-საყმაწვილო წიგნები, ასევე, გაიმართა კონცერტი,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ჩოხოსნები“ (ხელ-ლი გიორგი ბუგიანიშვილი), წმ.კეთილმსახურ მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონის გოგონათა გუნდი (ხელ-ლი დალი დაბრუნდაშვილი), მოსწავლე-ახალგაზრდობისეროვნული სასახლის: ხალხურ საკრავთა ანსამბლისაუნჯე“ (პედაგოგი ლევან ქორიძე) და ვოკალურ-ფოლკლორული ანსამბლიმირანგულა“ (ხელ-ლი ქეთევან შინდაგორიძე, მუს. სტუდიის ხელ-ლი ნიკოლოზ ჩუბინაშვილი), არასამთავრობო ორგანიზაციაბავშვი დაგარემო“, დღის ცენტრცისარტყელა“-ს გუნდი (ხელ-ლი სოფიო ბაბილოძე), საქ. საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახ. თბილისის სკოლის გუნდი (ხელ-ლი ნელი გიორგობიანი), 23- საჯარო სკოლის გუნდი ( ხელ-ლი: მარიამ ჯუღაშვილი და ლალი ჭიკაძე), ნიკო ბაგრატიონის სახ.თავად-აზნაურთა სკოლა- ლიცეუმის გუნდი (ხელ-ლი ბექა ხუციშვილი), მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურული სტუდია  (ხელ-ლი ქეთევან არზიანი).

ფესტივალის მონაწილე ბავშვებს კომპანიები - ,,ბარამბო“ და ,,ნატახტარი“ გაუმასპინძლდა ტკბილეულით და უალკოჰოლო სასმელებით.

ყველა მონაწილეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცათ სიგელები.

 

საბავშვო წიგნის ფესტივალი, უკვე მესამედ გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით.

 

 SemoqmedebiTi