2014 წლის 6 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის: „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიასსტუდენტური ლიგის ფინალური თამაში.
მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი - „XI ჟამის მუშაკნიდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - „მიწყალენ მე ღმერთო“.
თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით: პირველი ადგილი – გუნდი მიწყალენ მე ღმერთო (16 ქულა); მეორე ადგილი – გუნდი „X I ჟამის მუშაკნი (10 ქულა).
ინტელექტუალური კონკურსის: „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიასსტუდენტური ლიგის ფინალურ თამაშს ესწრებოდა ცაგერისა და ლენტეხის მთვარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). მეუფემ კონკურში მონაწილე გუნდები  დალოცა  და წარმატებები უსურვა. ორივე გუნდის მონაწილეებს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სიგელები გადაეცა. გამარჯვებული გუნდი კი,  კაბადოკიაში  სამოგზაუროდ  გაემგზავრება.

ინტელექტუალური კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიასსტუდენტური ლიგა მეორე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით.
მასში მონაწილეობას იღებს საქართველოში არსებული  უმაღლესი სასწავლებლები.

ინტელექტუალური კონკურსის: „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“   სტუდენტური ლიგის ნახევარფინალური თამაში

2014 წლის 9 მაისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის: „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიასსტუდენტური ლიგის ნახევარფინალური თამაში.

I თამაში მონაწილეობდნენ:

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი გუნდი -ერთსულოვნება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიგუნდი -XI ჟამის მუშაკნი .

თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით:

გამარჯვებული გუნდი - „XI ჟამის მუშაკნი (17 ქულა).

მეორე ადგილზე  გასული გუნდი - „ერთსულოვნება“ (13 ქულა).

II თამაში მონაწილეობდნენ:

ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გუნდი -ფერისცვალება“.

ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიგუნდი - „1 სული 7 სხეულში.

ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - მიწყალენ მე ღმერთო“.

თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით:

გამარჯვებული  გუნდი   - „მიწყალენ მე ღმერთო“ (24 ქულა).

მეორე ადგილზე  გასული გუნდი - „1 სული 7 სხეულში“ (16 ქულა).

მესამე  ადგილზე გასული გუნდი - „ფერისცვალება“ (10 ქულა).

ინტელექტუალური კონკურსი: „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიასსტუდენტური ლიგა მეორე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით.

 

 

 


საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება ინტელექტუალური კინკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტთა შორის.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.


გუნდებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:
1.გუნდის სახელწოდება.
2.გუნდის წევრთა სია (წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 7).
3.საკონცერტო ნომრები-ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი.
4.50 კითხვა-პასუხი ბიბლიიდან (25 ახალი და 25 ძველი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (წყაროდ მიიღება მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).
გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება კაბადოკიაში.
განაცხადები მიიღება თებერვლის ბოლომდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 13-18 საათამდე. განაცხადი შეიძლება გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მობრძანდეთ ახალგაზრდულ ცენტრში, მისამართი: თბილისი, ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge
საკონტაქტო ნომერი: 598 999 184.