14 აპრილს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით ,,სახელმწიფო ენა - ქვეყნის ღირსების საზომი”.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი),  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა და პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.


კონფერენციაზე მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებში განიხილეს ქართული და აფხაზური ენების პრობლემები; კერძოდ:
ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა;
ქართული ენის ტექნოლოგიზებისთვის საჭირო გადაუდებელი ამოცანები;
აფხაზური ენა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა და საქართველოს მოვალეობები;
ნორმირებული მეტყველება და თანამედროვე მასმედიის ენა;

მშობლიური ენის მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების საკითხები;

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები _ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები;

სახელმწიფო ენის დაცვა _ ევროპული გამოცდილება;

ევროპული ქარტია რეგიონული და უმცირესობის ენის შესახებ და საქართველო და სხვ.


მოხსენებებს წაიკითხეს მეცნიერებმა: თეიმურაზ გვანცელაძემ, ტარიელ ფუტკარაძემ, შუქია აფრიდონიძემ, მერაბ გვაზავამ, ალექსი ჟორდანიამ, მანანა ტაბიძემ, ეკატერინე დადიანმა, რევაზ შეროზიამ, მანანა ტაბიძემ, ლია ქაროსანიძემ, რუსუდან საღინაძემ, მანანა კვასხვაძემ, მარიკა ოძელმა, ნათელა მაღლაკელიძემ, ნანა ლოლაძემ.
კონფერენციის მიზანია ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და მასთან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემატიკის წარმოჩენა.
კონფერენციის მონაწილეები შეიმუშავებენ მიმართვას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას გაეგზავნება.

 

 

 

 

 

 SemoqmedebiTi