ინტელექტუალური კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
2 0 1 2  -  2 0 1 3
gancxadeba saraiono etapze monawileobisaTvis
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ინტელექტუალური კონკურსი: `ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას~ მოსწავლეთა შორის.
მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიასა და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს;
კონკურსი გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში: V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებში;
თითოეული გუნდი შედგება შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისგან;
თითოეულ გუნდს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობელს;
მხარდამჭერთა ჯგუფი ყალიბდება იმავე სკოლის მოსწავლეებით, რომლითაც დაკომპლექტებულია მოასპარეზე გუნდი.
ჩემპიონატი ტარდება ხუთ ეტაპად:
1. სასკოლო;
2. სარაიონო;
3. ზონალური;
4. ნახევარფინალი;
5. ფინალი
ასევე ჩატარდება სანუგეშო ეტაპები, რომელიც გულისხმობს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას (იხ. კონკურსის დებულება).
თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:
) გუნდის სახელწოდება;
) კაპიტნისა და გუნდის წევრთა სია, თითოეულზე კლასის მითითებით;
) გუნდის ხელმძღვანელის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები;
) გულშემატკივართა მიერ შესასრულებელი საკონცერტო ნომრების ჩამონათვალი (ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი);
) 50 კითხვა-პასუხი წმიდა წერილიდან (25 _ ძველი და 25 _ ახალი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (გამოიყენეთ მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).
წყაროების მითითების მაგალითები: 1. (დაბ. 1; 7);  2. (მთ. 3; 19);  3. (I მეფ. 5; 12)
4. (აპოკ. 4; 7) და ..
ამჟამად განაცხადები მიიღება სარაიონო ეტაპისთვის.
განაცხადების მიიღება 2013 წლის 15 თებერვლამდe, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 13.00 დან_18.00 საათამდე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მისამართი:
e-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
დაგვიანებული განაცხადების მიღება შესაძლებელია 2013 წლის  22 თებერვლამდე. გაითვალისწინეთ, რომ  ამ შემთხვევაში გუნდი დაჯარიმდება -3 ქულით.
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუკავშირდით ორგანიზატორებს ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
მისამართი: .თბილისი, ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
კონკურსის დებულება იხილეთ ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge ან ადგილობრივ რესურს-ცენტრში.
საკონტაქტო ნომრები: 599 553 733; 595 95 54 54; 555 442 778;

 

 

ინტელექტუალური კონკურსის: ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას სარაიონო კონკურის განრიგი