სტუდენტური კონფერენცია
ეკლესია და საზოგადოება
27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლისთავს.
კონფერენცია გახსნა ცაგერისა და ლენტეხი მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.
კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს თემები:
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრატურის II დონის სტუდენტი
საბა სალუაშვილი საქართველოს გაქრისტიანების თარიღის გამომკვეთი სომხური და ბერძნული წყაროების ზოგიერთი მინიშნებანი.
- თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
გიორგი მაჭარაშვილი - „ერისა“ და „არა ერის“ მნიშვნელობა ძველ ქართულში.
- თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის I დონის სტუდენტი
ლუკა კარკაძე - კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე.
- საქართველოს ტექ.უნივერისტეტის ბაკალავრიატის III დონის სტუდენტი
თამარ გიორბელიძე _ მოზარდთა დაცვა მავნე ზეგავლენისაგან.
- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მაგისტრატურის I დონის სტუდენტი
ნათია ბერაძე _ აბორტი სამართლებრივი და რელიგიური თვალთახედვით.
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორანტი
გიორგი ფარეშიშვილი - რელიგიური ორგანიზაციების სამართლებრივი მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა კავკასიასა და ევრკოვაშირის ქვეყნებში.
მორიგი სტუდენტური კონფერენცია გაიმართება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ.