სტუდენტური კონფერენცია

ეკლესია და საზოგადოება

27 დეკემბერს  საქართველოს საპატრიარქოსთან  არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელიც  მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს  - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლისთავს.

კონფერენცია გახსნა ცაგერისა და ლენტეხი მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.

კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს თემები:

  1. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრატურის II დონის სტუდენტი

საბა სალუაშვილი საქართველოს გაქრისტიანების თარიღის გამომკვეთი სომხური და ბერძნული წყაროების ზოგიერთი მინიშნებანი.

  1. თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

გიორგი მაჭარაშვილი - „ერისა“ და „არა ერის“ მნიშვნელობა ძველ ქართულში.

  1. თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის I დონის სტუდენტი

ლუკა კარკაძე  -  კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე.

  1. საქართველოს ტექ.უნივერისტეტის ბაკალავრიატის III დონის სტუდენტი

თამარ გიორბელიძე _ მოზარდთა დაცვა მავნე ზეგავლენისაგან.

  1. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მაგისტრატურის I დონის სტუდენტი

ნათია ბერაძე _ აბორტი სამართლებრივი და რელიგიური თვალთახედვით.

  1. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) დოქტორანტი

გიორგი ფარეშიშვილი - რელიგიური ორგანიზაციების სამართლებრივი მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა კავკასიასა და ევრკოვაშირის ქვეყნებში.

მორიგი სტუდენტური კონფერენცია გაიმართება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ.

 

 SemoqmedebiTi