ინტელექტუალური კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

სტუდენტური ლიგა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება ინტელექტუალური კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" სტუდენტთა შორის.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.

კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად.

გუნდებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:

გუნდის სახელწოდება;

გუნდის წევრთა სია;

საკონცერტო ნომრები _ ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი;

50 კითხვა – პასუხი წმიდა წერილიდან (25 ძველი და 25 ახალი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (წყაროდ მიიღება მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).

წყაროს მითითების მაგალითები: 1. (დაბ. 1; 7); 2. (მთ. 3; 19)

განაცხადები მიიღება 1-დან 30 ნოემბრამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 13-18 საათამდე. განაცხადის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით; e-Mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუკავშირდით ორგანიზატორებს ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.

მისამართი: ქ.თბილისი, ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინეტელექტუალური განვითარების ცენტრი.

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ დებულებაში ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge

საკონტაქტო ნომრები: 595 95 54 54;  598 999 184

 

14 მარტი, ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ -სტუდენტური ნახევარფინალი


15 მარტი, ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ -სტუდენტური ნახევარფინალი