სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებანი
1.1. სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალურიგანვითარების ცენტრი (შემდგომში _ ახალგაზრდული ცენტრი) წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოსადმიდაქვემდებარებულ განყოფილებას.
1.2. ახალგაზრდული ცენტრი თავისი საქმიანობას ახორციელებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების, საეკლესიოსამართლისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ამ დებულების მიხედვით.
1.3. ახალგაზრდული ცენტრის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ელიას მთა, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოლავრა.
2. ახალგაზრდული ცენტრის მიზნები
• ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისადმი ხელშეწყობა;
• ახალგაზრდობის შესაძლებლობების გამოვლენისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის ხელშემწყობი პირობებისშექმნა;
• საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, სასწავლო-სამეცნიეროცენტრებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
• რელიგიური, ისტორიული და კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
. ახალგაზრდული ცენტრი ამ მიზნების განსახორციელებლად ეწევა ყველა იმ საქმიანობას, რაც არ არის საქართველოსმოქმედი კანონმდებლობით აკრძალული.
3. წევრობა
3.1. ახალგაზდული ცენტრის წევრები შეიძლება გახდნენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოშირეგისტრირებული იურიდიული პირები, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები დაიურიდიული პირები.
3.2. ახალგაზრდულ ცენტრში შეიძლება იყვნენ როგორც მუდმივი, ისე ასოცირებული წევრები. ასოცირებული წევრები არიღებენ მონაწიlელობას გამგეობის სხდომებში, მათ აქვთ უფლება იყნენ ნებისმიერ სხვა ჯგუფში, როგორც რიგითიწევრები.
3.3. ახალგაზრდულ ცენტრში ასოცირებულ წევრად მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება სპეციალურიგანაცხადის შევსების საფუძველზე.
3.4. ასოცირებულ წევრს არა აქვს უფლება ახალგაზრდული ცენტრის სახელით იმოქმედოს, წარმოადგენდეს ცენტრს ნებისმიერ მესამე მხარესთან რაიმე სახის შეხვედრებსა და ურთიერთობაში ცენტრის თავმჯდომარის კურთხევის გარეშე;
3.5. ასოცირებული წევრის საქმიანობიდან გამომდინარე, განაცხადის შევსებიდან ერთი თვის განმავლობაში ინიშნება გასაუბრება ცენტრის ხელმძღვანელთან;
3.6. ასოცირებული წევრი თავად ირჩევს აქტიურობის ხარისხს და განსაზღვრავს რამდენად სურს იყოს ჩართული ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობაში საჭიროების მიხედვით ;
ნამდვილად წევრად მიღება:
3.7. ასოცირებული წევრის ნამდვილ წევრად მიღება ხდება ცენტრის მუდმივი წევრების წარდგინების შემდეგგამგეობის სხდომაზე:
3.8 ახალგაზრდული ცენტრის წევრობის წესი და პირობები განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად.
3.9 ახალგაზრდული ცენტრის წევრის უფლებამოსილება წყდება:
● საკუთარი ინიციატივით;
● თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ცენტრის მიზნებს, არღვევს დებულებით დაკისრებულ მოვალეობებს, ლახავს მისსახელს;
●თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს საერთო ინტერესების გაუთვალისწინებლად;
●არ იხდის საწევრო გადასახადს 3 თვის მანძილზე;
3.10. წევრობის მოწმობის მიღების წესი:
წევრად მიღებიდან სამი თვის ვადაში ცალკე მსჯელობის შემდეგ გამგეობის სხდომაზე , ცენტრის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცემა ახალ წევრს.
4. წევრის უფლება_მოსილება
4.1. ახალგაზრდული ცენტრის წევრი უფლებამოსილია:
• დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად წინადადებით მიმართოს სათათბიროს;
• მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
• მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ჯგუფებისა თუ სათათბიროს საქმიანობისა და გადაწყვეტილებების შესახებ;
• შემოიტანოს ახალი იდეები და პროექტები სათათბიროში განსახილველად, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდესდებულებით განსახღვრულ მიზნებსა და პრინციპებს;
• განახორციელოს კანონით და ამ დებულებით მინიჭებული უფლებები;
4.2. ახალგაზრდული ცენტრის წევრი ვალდებულია:
• დაიცვას დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
• მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობაში;
• ხელი შეუწყოს ახალგაზრდული ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;
4.3. ნებისმიერი წევრი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო ყოველთვიურად;
●ასოცირებული წევრთათვის საწევროს გადახდა ნებაყოფლობითია;
● უმუშევართათვის და სტუდენტთათვის საწევროს ოდენობა 1 ლარი
●დასაქმებულთათვის 5 ლარი;
5. სტრუქტურა
5.1. ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობას წარმართავს:
• სათათბირო;
• საორგანიზაციო ჯგუფი;
5.2. სათათბიროს შემადგენლობაში შედიან:
• ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე;
• ჯგუფების ხელმძღვანელები;
• საორგანიზაციო ჯგუფის წევრები;
5.3. სათათბიროს მოვალეობაში შედის:
• განსაზღვროს ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები,
• განიხილოს პროექტები, მიიღოს გადაწყვეტილებები, ახალი იდეები, უზრუნველყოს მათი ადაპტირება დასაორგანიზაციო ჯგუფისათვის მიწოდება,
• სხვა საკითხები, რომლებიც განსაზღვრულია ამ დებულებით და/ან დაკავშირებულია ახალგაზრდული ცენტრისსაქმინობასთანაც.
5.4. სათათბიროს სხდომა იმართება კვირაში ერთხელ პარასკევობით (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).
5.5. სხდომას შეიძლება ესწრებოდნენ ასოცირებული წევრები. საჭიროების შემთხვევაში სხდომა შეიძლება იყოსდახურული. სხდომას ხელმძღვანელობს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე.
5.6. სათათბირო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
5.7. საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მის დაქვემდებარებაში არსებული ჯგუფების ხელმძღვანელები,რომელთაც ნიშნავს ცენტრის თავმჯდომარე;
5.8. საორგანიზაციო ჯგუფს ექვემდებარება:
• პრესცენტრი;
• სარედაქციო ჯგუფი;
●სასწავლო დაწესებულებებთან ურთ. ჯგუფი;
• საფინანსო ჯგუფი;
• რეგიონებთან ურთიერთობის ჯგუფი;
● სახელმწიფო ენის დაცვის ჯგუფი;
●კულტურისა და ხელოვნების ჯგუფი;
●სამეცნიერო ჯგუფი;
● იურიდიული ჯგუფი;
● ტექნიკური ჯგუფი;
●ფოლკლორული ანსამბლი:ლაზარე, იავნანა;
●სპეციალურ დაწესებულებებთან ურთიერთობის ჯგუფი;
●მედავითნეობის შემსწავლელი ჯგუფი;
●ხალხური რეწვის ჯგუფი;
●გარემოს დაცვის ჯგუფი;
●ფიზიკური განვითარების ჯგუფი;
5.9. საორგანიზაციო ჯგუფის მოვალეობაში შედის:
• მასზე დაქვემდებარებული ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, სათათბიროს მიერ მიღებულიგადაწყვეტილებების აღსრულებისათვის ხელშეწყობა, ორგანიზება და უზრუნველყოფა,
• პროექტების მომზადება და განხორციელება,
• ახალი იდეებისა და პროექტების მიღება და სათათბიროში განხილვისთვის მომზადება.
5.10. საერთო კრება იმართება თვეში ერთხხელ და მასში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდული ცენტრის წევრები.
5.11. ყრილობა იმართება წელიწადში ერთხელ მასში მონაწილეობენ ცენტრის ქვედანაყოფების წარმომადგენლები.ყრილობას ხელმძღვანელობს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე.
6. ფინანსები
6.1. ახალგაზრდულ ცენტრს შეიძლება ჰქონდეს კანონით ნებადართული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება.
6.2. ახალგაზრდული ცენტრის ქონება და ფინანსები იქმნება:
•საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი დაფინანსებით;
●საწევროებით;
• შემოწირულობით;
6.3. ახალგაზრდული ცენტრის შემოსავლები არ ნაწილდება მის წევრებს შორის. იგი გამოიყენება მხოლოდ მისიამოცანების შესასრულებლად.
7. ეპარქიული წარმომადგენლობები
7.1. ახალგაზრდულ ცენტრს აქვს უფლება იყოლიოს თავისი წარმომადგენლობები.
7.2. ეპარქიული წარმომადგენლობები მოქმედებს ადგილობრივი მღვდელმთვრის ლოცვა-კურთხევით.
7.3. ეპარქიულ წარმომადგენლობებზე ვრცელდება ეს დებულება. ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ამ დებულებითგანსაზღვრული პრინციპები.
7.4. ეპარქიულ წარმომადგენლობეს აქვთ უფლება თვითონ მიიღონ შინაგანაწესი და არეგულირონ შიდა სტრუქტურა,მაგრამ ეს არ უნდა სცდებოდეს ახალგაზრდული ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ პრინციპებს, მიზნებსა დაამოცანებს.
7.5. ეპარქიული წარმომადგენლობები ვალდებულნი არიან თავისი საქმიანობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფს;
8. თავმჯდომარე
8.1. ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარეს ნიშნავს სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქი.
8.2. თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს ახალგაზრდული ცენტრის ორგანოთა მუშაობას.
8.3. თავმჯდომარე იწვევს სათათბიროს სხდომას, საერთო კრებებს და ყრილობას.
8.4. თავმჯდომარე ნიშნავს ჯგუფების ხელმძღვანელებს ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით.
8.5. თავმჯდომარე წარმოადგენს ცენტრის ინტერესებს სახელმწიფოსთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან (მესამეპირებთან) ურთიერთობის დროს.
8.6. თავმჯდომარე სარგებლობს ვეტოს უფლებით სათათბიროს გადაწყვეტილებაზე.
9. თავმჯდომარის მოადგილე;
9.1. თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს და ანთავისუფლებს ცენტრის თავმჯდომარე;
9.2. თავმჯდომარის ლოცვა-კურთხევით კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობას;
10. გარდამავალი დებულება:
10.1. ახალგაზრდული ცენტრი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
10.2. დებულებას ამტკიცებს სათათბირო და ხელს აწერს თავმჯდომარე.