ინტელექტუალური კონკურსი   "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"  2 0 1 1  -  2 0 1 2

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ინტელექტუალური კონკურსი: `ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას~ მოსწავლეთა შორის.
•    მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიასა და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს;
•    კონკურსი გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში: V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებში;
•    თითოეული გუნდი შედგება შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისგან;
•    თითოეულ გუნდს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც შეასრულებენ   ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობელს;
•    მხარდამჭერთა ჯგუფი ყალიბდება იმავე სკოლის მოსწავლეებით, რომლითაც დაკომპლექტებულია მოასპარეზე გუნდი.
•    მხარდამჭერთა ჯგუფში არ უნდა შედიოდეს მოასპარეზე გუნდის წევრი.
•    ჩემპიონატი გაიმართება ხუთ ეტაპად:
1. სასკოლო;
2. სარაიონო;
3. ზონალური;
4. ნახევარფინალი;
5. ფინალი
ასევე ჩატარდება სანუგეშო ეტაპები, რომელიც გულისხმობს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას 0, 1 და 2 ქულიანი დამარცხების შემთხვევაში (იხ. კონკურსის დებულება). აღნიშნული არ ეხება სასკოლო ეტაპიდან სარაიონოზე გადასვლას.
•    თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:
ა) გუნდის სახელწოდება;
ბ) კაპიტნისა და გუნდის წევრთა სია, თითოეულზე კლასის მითითებით;
გ) გუნდის ხელმძღვანელის საკონტაქტო მონაცემები;
დ) გულშემატკივართა  მიერ შესასრულებელი საკონცერტო ნომრების ჩამონათვალი (ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი);
ე) 50 კითხვა-პასუხი წმიდა წერილიდან (25 _ ძველი და  25 _ ახალი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (გამოიყენეთ მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).
წყაროების მითითების მაგალითები: 1. (დაბ. 1; 7);  2. (მთ. 3; 19);  3. (I მეფ. 5; 12)
4. (აპოკ. 4; 7) და ა.შ.
განაცხადები მიიღება 2011 წლის 30 ოქტომბრიდან – 22 ნოემბრამდე, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 13.00 დან_18.00  საათამდე,  როგორც წერილობით, ასევე  ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე:
E-mail:   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუკავშირდით ორგანიზატორებს ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
დაგვიანებული განაცხადების მიღება შესაძლებელია 2011 წლის  30 ნოემბრამდე, ამ შემთხვევაში გუნდი დაჯარიმდება -3 ქულით. არასრული განაცხადები არ მიიღება.
მისამართი: ქ.თბილისი, ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
კონკურსის დებულება იხილეთ ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge  ან ადგილობრივ რესურს-ცენტრში.
საკონტაქტო ნომრები: 595 95 54 54

599777455

დებულება

 

 

 SemoqmedebiTi