29 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას ფინალი.

ერთმანეთს შეხვდნენ უმცროსი ასაკობრივი ჯგუფები:

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:

პირველ ადგილზე გავიდა ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა _ მოწყალე სამარიტელი;

მეორე ადგილი დაიკავა მესტიის . სოფ. ლატალის საჯარო სკოლამ _ღვთის მოშიშნი;

მესამე ადგილზე გავიდა თბილისის #191 საჯ. სკოლა _ სტიქაროსნები;

მეოთხე-მეექვსე ადგილები შემდეგმა გუნდებმა დაიკავეს:

სენაკის - სოფ.ნოსირის საჯ.სკოლა _ ჯვაროსნები;

ხონის #2 საჯ. სკოლა _ კანდელი;

ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სკოლა-პანსიონი _ ივერონი;

ნტელქტუალური კონკურსი ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას მესამე წელია, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

კონკურსს მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

 SemoqmedebiTi