14 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო თემატური კონფერენციის დახურვის ცერემონია.

კონფერენციაზე სტუდენტებმა იაკობ გოგებაშვილის დედაენის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს.

Gგანიხილეს: იაკობ გოგებაშვილის დედაენის სწავლების მეთოდის უნიკალურობა, როგორც ქართველი ხალხის სულიერი საგანძურის მნიშვნელობა გლობალიზაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2003 წლის პარიზის საერთაშორისო კონვენციის, აგრეთვე გაეროს შეფასებებისა და რეკომენდაციების მნიშვნელობა მომავალი თაობებისათვის ახალი პერსპექტივების შესაქმნელად.

ღონისძიებაზე გამოიფინა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნახატები თემაზე - დაიცავი დედაენა. კონფერენციის მონაწილე სტუდენტები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

კონფერენციის მასალები განსახილველად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობოთაშორისო კომიტეტში გადაიგზავნება.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi